დღეს 31 დეკემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის შეჯამების დროც დადგა. გადავწყვიტეთ დარაჯის ყველაზე პოპულარული სტატიების სია გამოქვეყნებინა.

დღეს 31 დეკემბერია, რაც იმას ნიშნავს, რომ გასული წლის შეჯამების დროც დადგა. გადავწყვიტეთ დარაჯის ყველაზე პოპულარული სტატიების სია გამოქვეყნებინა. აღსანიშნავია, რომ დარაჯის ლიტერატურული პლატფორმა 2019 წლის პირველ ივლისს დაარსდა.

10. თარგმანი: ჯორჯ ორუელი – “მწერლები და ლევიათანი” (1948) – 169 წაკითხვა

© Odyssey

1948 წლით დათარიღებულ ესეში, ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი მწერლობისა და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულებაზე წერს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ტოტალიტარული სახელმწიფო კონტროლის ეპოქაში რადიკალურად შეიცვალა. ინგლისურიდან თარგმნა გიორგი არონიამ.


9. ფოტოამბავი: ილუსტრატორის თვალით დანახული “მარტოობის ასი წელიწადი” – 219 წაკითხვა

© Luisa Rivera, 2017

ამ ფოტოამბავში მიმოვიხილეთ ჩილელი ილუსტრატორის, ლუისა რივერას, ნამუშევრების სერია, რომელიც მან “მარტოობის ასი წელიწადის” პირველი გამოცემის 50 წლისთავს მიუძღვნა. წიგნი Penguin Random House-მა 2017 წელს გამოსცა. წიგნის ტიპოგრაფიაზე მუშაობდა მწერლის შვილი გონსალო გარსია ბარკა.


8. სია: 12 წიგნი, რომლებიც მსოფლიოში სხვადასხვა მიმეზთა გამო აკრძალეს – 225 წაკითხვა

© Culturised

ამ სტატიაში მიმოვიხილეთ მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, სხვადასხვა მიზეზებით აკრძალული წიგნები. წიგნი შეიძლება დაწვა, მაგრამ იქ აღწერილი იდეა სამუდამოდ იცოცხლებს. აღსანიშნავია, რომ ამ სტატიასთან ერთად, დარაჯის “ფეისბუქის” გვერდზე დაიდო გამოკიხვა, შემდეგი შეკითხვით: “როგორ ფიქრობთ, გამართლებულია თუ არა ლიტერატურული ცენზურა, ანუ ლიტერატურული ნაშრომების სხვადასხვა მიზნით აკრძალვა?” გამოკითხულთა 85%-მა, შეკითხვას უარყოფითად უპასუხა.


7. სია: 5 ნაკლებად ცნობილი დისტოპიური რომანი – 251 წაკითხვა

© Book Marks 

ამ სტატიაში დისტოპიის ჟანრი დავახასიათეთ და ისეთი დისტოპიური რომანები მიმოვიხილეთ, რომლებიც შესაძლოა ბევრისთვის უცნობი ყოფილიყო. დისტოპიური ჟანრის ისეთი დიადი რომანების გვერდით, როგორებიცაა ჯორჯ ორუელის “1984”, რეი ბრედბერის “451 ფარენჰეიტით”, მარგარეტ ატვუდის “მხევლის წიგნი”, თუ ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”, ასევე უამრავი დაუფასებელი ნაწარმოებიც მოიპოვება.


6. ფოტოამბავი: ილუსტრატორის თვალით დანახული ჰარუკი მურაკამის შემოქმედება – 254 წაკითხვა

© Lithub

ამ ფოტოამბავი მიეძღვნა პოლონელი ილუსტრატორის, კასპერ კიეცის ნამუშევართა სერიას, რომელიც მან ჰარუკი მურაკამის ტექსტების მიხედვით შექმნა. ილუსტრატორის თვალში, სხვა რომანებთან ერთად, მოხვდა “კაფკა პლაჟზე” და “ნორვეგიული ტყე”.


5. ინტერვიუ: ჯანა ამირეჯიბის პირისპირ: კოკოშა, პოლიტიკა და რუსთაველი – 328 წაკითხვა

© ჯანა ამირეჯიბი

2019 წელს ჯანა ამირეჯიბის ნოველების კრებული “მე – ნამდვილი კოკოშა” დაიბეჭდა, რომელიც ბებია-შვილიშვილის გასაოცარ დიალოგებზეა აგებული. მწერალთან ინტერვიუში ვისაუბრეთ ლიტერატურაზე, მწერლის წიგნსა და პოლიტიკაზე. დარაჯის რეცენზია წიგნზე “მე – ნამდვილი კოკოშა” შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.


4. თარგმანი: ჯორჯ ორუელი – “რატომ ვწერ” (1946) – 455 წაკითხვა

© Harry J. Stead

1946 წლით დაარიღებულ ამ ესეში, ინგლისელი ავტორი ჯორჯ ორუელი მის ხელობის, განვლილი წლებისა და დაგროვებული გამოცდილების შესახებ წერს. ამ სტატიაში ორუელი იმ ოთხ თვისებას ასახელებს, რომელიც მისი აზრით ნებისმიერ მწერალს ახასიათებს. ინგლისურიდან თარგმნა გიორგი არონიამ.


3. სია: 5 განსაკუთრებული ლიტერატურული პერსონაჟი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიცნოთ – 566 წაკითხვა

© Richard Prince

წიგნში ამბავია მთავარი. კარგ ამბავში კი, შემთხვევით არაფერი ხდება. გამოდის, რომ კარგ ამბავს გმირები ჰქმნიან და ამბავი თვითონ გმირიც არის. თუ გმირი ნამდვილია და მისი წინა ქმედებებიდან გამომდინარე და შინაგანი სამყაროს ზემოქმედებით იქცევა, ამბავიც ნამდვილი გამოვა. განსაკუთრებული პერსონაჟების სიის შედგენაც, სწორედ ამის გამო გადავწყციტეთ.


2. სია: 10 წიგნი, რომლებიც საბჭოთა კავშირში აკრძალული იყო – 664 წაკითხვა

© Calvert Journal

საბჭოთა კავშირში ლიტერატურა ძლიერ იდევნებოდა. სწორედ ამის გამო გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა ის ათი ნაწარმოები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას განსაკუთრებულად ეჯავრებოდა.


1. სია: 17 საუკეთესო წიგნის დასაწყისი – 1172 წაკითხვა

© Lithub

ადამიანისა და წიგნის ურთიერთობა საკმაოდ ინტიმურ კავშირებს ეფუძნება, რომელიც შეუძლებელია მცირედი უხილავი მაგიურობის, მწერლის გამჭრიახობის, მწერლის მიერ მკითხველის გრძნობებით თამაშისა და მკითხელის გიჟური აღელვების გარეშე. კარგ მწერლებს ეს პირველივე წინადადებიდან გამოსდით. გადავწყვიტეთ საუკეთესო წიგნის დასაწყისებისათვის, ერთ სტატიაში მოგვეყარა თავი. შედეგად კი, დარაჯის 2019 წლის ყველაზე პოპულარული სტატია მივიღეთ.