მეოცე საუკუნის გამორჩეული ამერიკელი ავტორის, კურტ ვონეგუტის სამწერლო ნიჭში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მწერლობის გარდა, ვონეგუტი ხატვითაც იყო გატაცებული.

WATCHMAN.GE კურტ ვონეგუტის იმ ნახატებს წარმოგიდგენთ, რომლებიც მისმა შვილმა შეკრიბა და 2014 წელს წიგნად გამოსცა. ამ სტატიაში გამოქვეყნებული თითოეული ნახატი წიგნის ერთ-ერთი თავის ილუსტრაციადაა გამოყენებული, ხოლო თანდართული კომენტარები თვით კურტ ვონეგუტს ეკუთვნის.


პირველი თავი: ავტოპორტრეტი, 1985 წლის 16 თებერვალი:

ხანდახან ავტოპორტრეტებს მეც ვხატავ. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე წლის წინ პერსონალური გამოფენაც კი მქონდა გრინიჩ ვილიჯში (მანჰეტენი), ოღონდ იმიტომ კი არა, რომ კარგი მხატვარი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ხალხს ჩემი სახელი გაუგია.

– © კურტ ვონეგუტი
© Kurt Vonnegut, © Monacelli Press, “Kurt Vonnegut Drawings¨, 2014

მეორე თავი: აბსტრაქცია – “ქარიშხალი”, 1985 წლის 1 ოქტომბერი:

ერთი შეხედვით უსულო ტილო მხატვრის მასთან პირველი შეხებით ცოცხლდება და მას ურჩევს, თუ რა შექმნას. თუკი ეს კავშირი ჭეშმარიტია, ტილო რჩევას არასდროს დაიშურებს; სწორედ მაშინ, ტილო სპირიტუალურ დაფად იქცევა.

– © კურტ ვონეგუტი
© Kurt Vonnegut, © Monacelli Press, “Kurt Vonnegut Drawings¨, 2014

მესამე თავი: ქალები – უსათაურო და დაუთარიღებელი:

მხატვრის შესახებ წიგნი დავწერე, რომელსაც “ლურჯწვერა” დავარქვი. ამ თემაზე მას მერე დავფიქრდი, რაც ჟურნალმა “Esquire” ჯექსონ პოლოკის შესახებ სტატია შემიკვეთა. ჟურნალის 50-ე იუბილესათვის, იმ ორმოცდაათი ამერიკელის შესახებ აგროვებდნენ მასალას, რომელთაც 1932 წლის შემდეგ ქვეყნის ბედი სამუდამოდ შეცვალეს. ელინორ რუზველტის დახატვა მინდოდა, თუმცა მის პორტრეტზე უკვე ბილ მოიერსი მუშაობდა.

– © კურტ ვონეგუტი
© Kurt Vonnegut, © Monacelli Press, “Kurt Vonnegut Drawings¨, 2014

მეოთხე თავი: წერილები – უსათაურო და დაუთარიღებელი:

მწერლობისთვის მხატვრობა იგივეა, რაც სეზონური გრიპისთვის – გასამხიარულებელი გაზი.

– © კურტ ვონეგუტი
© Kurt Vonnegut, © Monacelli Press, “Kurt Vonnegut Drawings¨, 2014

მეხუთე თავი: ადამიანები – უსათაურო და დაუთარიღებელი:

ჩემი ორივე შვილი მხატვარია, რომელთაც ნახატების გაყიდვა არ სურთ, თუმცა ამას მაინც აკეთებენ. ერთი მზაკვარი ვინმე ჰყავთ, რომელიც მათ ამას აიძულებს. მას ყოველთვის აქვს მომზადებული ერთი-ორი არგუმენტი იმის თაობაზე, თუ როგორ გახადოს ნახატი უფრო გაყიდვადი.

– © კურტ ვონეგუტი
© Kurt Vonnegut, © Monacelli Press, “Kurt Vonnegut Drawings¨, 2014

მეექვსე თავი: სახეები – უსათაურო და დაუთარიღებელი:

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ის გზა, რომლითაც მე ფულს ვშოულობ საკმაოდ რუტინული, მოსაწყენი და გულის ამრევია. სწორედ ამის გამო, ნებისმიერ აბეზარ ადამიანს, მიუხედავად მისი ბუნებისა, უმეცრებისა და არაკეთილსინდისიერებისა, ჩემს ცხოვრებაში ისე შემოქვს ახალი სიცოცხლე, როგორც ეს ღრუბლიან ცაზე გამოჩენილ მზეს სჩვევია ხოლმე.

– © კურტ ვონეგუტი
© Kurt Vonnegut, © Monacelli Press, “Kurt Vonnegut Drawings¨, 2014

მეშვიდე თავი: საგნების შემხედვარე – უსათაურო და დაუთარიღებელი:

ბავშვები ბევრ საინტერესო რამეს მოიგონებენ ხოლმე. ისინი საათობით ერთობიან სამყაროს ქმნილებებით: წყლით, თოვლით, ტალახით, სხვადასხვა ფერებითა ან ქვებით. ამ დროს, ისინი უშუალოდ სამყაროს ეთამაშებიან. ბავშვი სამყაროს შეიცნობს, ხოლო სამყარო ამ დროს მას საპასუხოდ რამე სასაცილოს, ლამაზს, საშიშს ან მტკივნეულს უბოძებს საპასუხოდ.

– © კურტ ვონეგუტი
© Kurt Vonnegut, © Monacelli Press, “Kurt Vonnegut Drawings¨, 2014

მერვე თავი: ხაზები – უსათაურო, 1985 წლის 14 ნოემბერი:

განა არსებობს ამაზე უფრო მზაკვრული ხერხი არაცნობიერის გამოსავლენად? ნუთუ რომელიმე ფსიქოლოგიურმა ექსპერიმენტმა როგორმე დაამტკიცა ის, რომ სილამაზის ფასს ჩვენი გონების ყველაზე უმეცარი და უამბიციო ნაწილიც კი ხვდება?

– © კურტ ვონეგუტი
© Kurt Vonnegut, © Monacelli Press, “Kurt Vonnegut Drawings¨, 2014

მეცხრე თავი: საგნები – უსათაურო, 1985 წლის 25 სექტემბერი:

მხატვრებს შორის ყველაზე ბედნიერი ისაა, ვინც საკუთარი ხელობით ისე მოიწამლება, რომ შეძლებს მას მთელი ცხოვრება დაუთმოს.

– © კურტ ვონეგუტი
© Kurt Vonnegut, © Monacelli Press, “Kurt Vonnegut Drawings¨, 2014

მეათე თავი: სიტყვები – “ვეფხვმა დაიძინა”, დაუთარიღებელი:

წარმოსახვის უნარს საარსებოდ ბევრი არაფერი სჭირდება. წიგნი სხვა არაფერია თუ არა ოცდაექვსი ასოს, ათი ციფრისა და რვა სასვენი ნიშნისგან შემდგარი სხვადასხვა კომბინაციების კრებული, მაგრამ მათ შემხედვარე ადამიანებს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევა და ვატერლოოს ბრძოლის წარმოდგენა ძალუძთ.

– © კურტ ვონეგუტი
© Kurt Vonnegut, © Monacelli Press, “Kurt Vonnegut Drawings¨, 2014