მომავალმა ნობელიატმა ჯონ სტაინბეკმა და გამოჩენილმა ფოტოგრაფმა რობერტ კაპამ “ჰერალდ ტრიბუნის” რედაქტორი ჯორჯ კორნიში ლანჩზე დაპატიჟეს, სადაც მას საკუთარი გეგმის შესახებ უამბეს: მწერალსა და ფოტოგრაფს საბჭოთა კავშირში მოგზაურობა გადაეწყვიტათ. მათ საბჭოთა ხალხების ცხოვრება და მათი ადათ-წესები აინტერესებდათ და ისიც, თუ როგორ იცვამენ, სადილად რას მიირთმევენ და რა მუსიკას უსმენენ ისინი. ეს უნდა ყოფილიყო სრულიად აპოლიტიკური, უფრო კი, არტისტული აღწერა ჩაკეტილი ქვეყნისა, რომელიც ამერიკასთან ცივი ომის გასაჩაღებლად ემზადებოდა.

ექვსი კვირის განმანვლობაში მათ რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში იმოგზაურეს, მოინახულეს სტალინური მოსკოვი, მისი მშენებარე უზარმაზარი სახლებითა და კოსმოპოლიტური ცხოვრებით, ეწვივნენ დანგრეულ სტალინგრადს, ქალაქს რომელშიც მეორე მსოფლიო ომის ბედი გადაწყდა, მოინახულეს კიევი და უკრაინის სოფლები, სადაც საბჭოთა ფერმერების ცხოვრება აღწერეს და ბოლოს კი, საქართველოში იმოგზაურეს, სადაც სოხუმს, თბილისს, გორსა და ბათუმს ეწვივნენ და ფრიად კმაყოფილებიც დარჩნენ.

ერთ რამეზე შევთანხმდით – თავი შარში არ გაგვეყო და არც საქებარი უნდა გვეწერა რამე და არც სალანძღავი. გულწრფელი უნდა ვყოფილიყავით რეპორტაჟის მომზადებისას, იმას გადმოვცემდით, შეფასების გარეშე, დასკვნების გამოტანის გარეშე და ბიუროკრატიული გაჭიანურებებით გამოწვეული ბრაზის გამოხატვის გარეშე.

– © ჯონ სტაინბეკი, “რუსული დღიური”

მთარგმნელი: თამარ სუბელიანი

ჯონ სტაინბეკისა და რობერტ კაპას ეს მოგზაურობა შეიქმნა წიგნად, რომელსაც ავტორმა “რუსული დღიური” დაარქვა. იმის მიუხედავად, რომ წიგნი მოკლებულია პირდაპირ პოლიტიკური ქვეტექსტებს, ის საბჭოთა კავშირში მაინც აკრძალული იყო.

დარაჯი წარმოგიდგენთ ფოტოამბავს მომავალი ნობელიატის, ჯონ სტაინბეკის და გამოჩენილი ფოტოგრაფის რობერტ კაპას საქართველოში მოგზაურობის შესახებ.


© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos

თბილისში თავს უცხოდ არ ვგრძნობდით, რადგან აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის, და უცხოელებს მიჩვეულნი არიან, ასე რომ დიდად არ გამოვირჩეოდით ადგილობრივებისგან, როგორც თუნდაც კიევში, ეგ კი არა, თავი ლამის სახლში გვეგონა.

– © ჯონ სტაინბეკი, “რუსული დღიური”

მთარგმნელი: თამარ სუბელიანი
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos
GEORGIA. Tiflis. Summer, 1947. A trolley car in the old quarter of Tiflis. © Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos
GEORGIA. Tiflis. Summer, 1947. Crowds and merchants at an open air fruit and vegetable market. © Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos

ქართველი ხალხი სხვა ხალხებთან შედარებით უფრო ლაღი ჩანდა, უფრო ფიცხები და უფრო მხიარულები. და იქნებ სწორედ ამიტომ ეთაყვანებიან მათ რუსები. იქნებ სწორედ ასეთები უნდათ რომ იყვნენ.

– © ჯონ სტაინბეკი, “რუსული დღიური”

მთარგმნელი: თამარ სუბელიანი
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos

GEORGIA. Tbilisi. August 1947. The Catholicus (Head of the Georgian Orthodox Church) during a service in the main Cathedral. © Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos

თბილისში ბევრი ეკლესია დგას, და უნდა იყოს კიდეც ასე, რადგან რელიგიური ტოლერანტობის ქალაქია, აქ ხომ ძველისძველი სინაგოგები და მუსლიმური ტაძრები დგას, და არც ერთი მათგანი არასდროს არ დაუნგრევიათ.

– © ჯონ სტაინბეკი, “რუსული დღიური”

მთარგმნელი: თამარ სუბელიანი
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos

© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos

ეს საოცარი ქართველები ყველაფრით გვჯობდნენ. ჭამაც ჩვენზე მეტი შეეძლოთ, სმაც, ცეკვაც, სიმღერაც. ისინი იტალიელებივით მხიარულები იყვნენ და ბურგუნდიელებივით ძლიერები. ყველაფერი გამოსდიოდათ, რასაც ხელს მოკიდებდნენ. ბევრად განსხვავდებოდნენ სხვა რუსი ხალხებისგან, რომლებიც იქამდე გვენახა, და ადვილი მისახვედრი იყო, სხვა საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეები რატომ აღმერთებდნენ მათ, ქართველებს. ტროპიკული კლიმატია მათი ენერგიის წყარო. ვერაფერი მათ სულს ვერ დასცემს, და მათ თვითმყოფადობას ვერ დაუკარგავს. ამის მცდელობაში ამაოდ იყვნენ საუკუნეების მანძილზე დამპყრობლები, მეფის რუსეთის არმიები, მარვალები, და აქაური წვრილი თავადაზნაურებიც. ყველას ქართველების გატეხვა სურდა, მაგრამ კვალიც ვერ დაამჩნიეს მათ ძლიერ სულისკვეთებას.

– © ჯონ სტაინბეკი, “რუსული დღიური”

მთარგმნელი: თამარ სუბელიანი
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos

© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos

ადრე საქართველოში, ნებისმიერი შეჯიბრის დროს, ბრძოლის დროსაც კი, გამარჯვების აღსანიშნავად თეთრ მტრეს გაუშვებდნენ ხოლმე, დამარცხების ნიშნად კი – შავს. და სწორედ ეს მტრედები ამცნობდნენ ხალხს ამბავს. იმ დღეს კი, რადგან თამაშის ანგარიში ფრედ დასრულდა, თეთრი მტრედიც გაუშვეს და შავიც, მათ სტადიონს გადაუფრინეს.

– © ჯონ სტაინბეკი, “რუსული დღიური”

მთარგმნელი: თამარ სუბელიანი
© Robert Capa © International Center of Photography/Magnum Photos

თბილისის ღამეები ჯადოსნური იყო. ჰაერი მსუბუქი, მშრალი და რბილი იყო. გოგო-ბიჭები უმიზნოდ დახეტიალობდნენ ქუჩებში და ასე ირთობდნენ თავს. ახალგაზრდა კაცებს გემოვნებით ეცვათ – ტუნიკა, ზოგიერთს მძიმე თეთრი აბრეშუმისა, წელზე ქამარშემორტყმული, და გრძელი, ვიწრო შარვლები, შავი ფეხსაცმელი. ძალიან მომხიბვლელები არიან ქართველი კაცები.

– © ჯონ სტაინბეკი, “რუსული დღიური”

მთარგმნელი: თამარ სუბელიანი

ჯონ სტაინბეკის ეს წიგნი ნამდვილად არ არის მოსაბეზრებელი აღწერების კრებული. ავტორის დაკვირვებების გარდა, “რუსული დღიური” გვიყვება ავტორისა და ფოტოგრაფის ურთიერთობის შესახებ: წიგნში ერთი თავიც კი გვხვდება რობერტ კაპას დაწერილი, რომელშიც ის საკუთარ აღშფოთებას გამოხატავს იმის შესახებ, რომ საბჭოთა მთავრობა მას უმეტეს ადგილების ფირზე აღბეჭდვის საშუალებას არ აძლევს. ასევე, ძალიან სასაცილოა მოგზაურობებში მათი თანამძღოლების ამბები, რომლებიც ამერიკელებს საბჭოთა მთავრობამ მიამაგრა. საერთო ჯამში, “რუსული დღიური” საინტერესო წიგნად შეიქმნა სტალინური საბჭოთა კავშირის შესახებ, რომელშიც ავტორი ქვეყნის სრულიად მოულოდნელ, აპოლიტიკურ ამბავს გვიყვება.