WATCHMAN.GE წარმოგიდგენთ ჩილელი ილუსტრატორის, ლუისა რივერას, ნამუშევრების სერიას, რომელიც მან "მარტოობის ასი წელიწადის" პირველი გამოცემის 50 წლისთავს მიუძღვნა.
გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედება ნამდვილი ლიტერატურული ზეიმია, ხოლო “მარტოობის ასი წელიწადი” ერთ-ერთი მწვერვალი მსოფლიო სამწერლო შემოქმედებისა.
დარაჯი წარმოგიდგენთ ჩილელი ილუსტრატორის, ლუისა რივერას, ნამუშევრების სერიას, რომელიც მან “მარტოობის ასი წელიწადის” პირველი გამოცემის 50 წლისთავს მიუძღვნა. წიგნი Penguin Random House-მა 2017 წელს გამოსცა. წიგნის ტიპოგრაფიაზე მუშაობდა მწერლის შვილი გონსალო გარსია ბარკა.
გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად.
– © გაბრიელ გარსია მარკესი, “მარტოობის ასი წელიწადი”
მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი